Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მედია იუწყება, რომ პრაღამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის ორი დიპლომატი


ჩეხეთის ყოველდღიური “დნესი”, დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა უნდა დატოვოს რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილემ, რუსეთის საელჩოს მეორე თანამშრომელს კი ურჩიეს, არ დაბრუნდეს შვებულებიდან. ცნობით, ჩეხეთის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ეს ორი დიპლომატი რუსეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობს. ჩეხეთის მთავრობას კომენტარი არ გამოუქვეყნებია.
XS
SM
MD
LG