Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ ჭყოიძე


ვასილ ჭყოიძე
ვასილ ჭყოიძე
18 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი. საუბარი შეეხებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლას. ჭყოიძის აზრით, დსთ-დან გამოსვლა იქნება დამატებითი იმპულსი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. საქართველო დსთ-ში შევიდა ომის შემდეგ (1993 წელს) და ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილებაც მიღებული იყო ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში. ჭყოიძე აღნიშნავს, რომ დსთ-ში შესვლა საქართველოსთვის იძულებითი ნაბიჯი იყო, რასაც დიდწილად საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებაც განაპირობებდა. ჭყოიძის თქმით, ქვეყანა დაშლის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. დსთ-ში შესვლით ვასილ ჭყოიძის აზრით, საქართველომ დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის არაერთი ეტაპი გამოტოვა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG