Accessibility links

logo-print

დღეიდან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის


ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე 17 ივლისს დაამტკიცა, იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და ტრანსპორტის მოძრაობისთვის განზრახ ხელისშეშლა. კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავნი უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ აქციის შეწყვეტა მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნას არ დაემორჩილებიან. ამასთან ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა დასაშვებია თუ აქციის გამართვა სხვა მხრივ შეუძლებელი ხდება. საავტომობილო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისათვის ან ჯგუფური მოძრაობისათვის დაწესებული სამქციის დაკისრება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის მიერ სრულად იქნება დაკავებული გზის სავალი ნაწილი. კანონში შეტანილი ცვლილებებით, პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება დაუკანონდა.
XS
SM
MD
LG