Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყენაში არალეგალურად ცხოვრებაზე უარი თქვან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ნუ ენდობიან ისეთ შეთავაზებებს, რომლებიც მოიცავს დაპირებებს საზღვარგარეთ სამუშაოს დაწყების, დევნილის სტატუსის მოპოვებისა და არალეგალური მეთოდებით უცხო ქვეყნების საზღვრების გადაკვეთის შესახებ. „ხშირ შემთხვევაში ასეთი შეთავაზებების მიღება მთავრდება მოქალაქეთა ტრეფიკინგის მსხვერპლად გადაქცევით, მათი ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესებითა და სიცოცხლის ხელყოფითაც კი,“-ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ძალისხმევას არ იშურებენ, თუმცა კონკრეტული ფატქების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა უმრავლესობა უცხოელთა სადეპორტაციო განყოფილებებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხვდება.
XS
SM
MD
LG