Accessibility links

რუსეთში, ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის მიზეზი კვლავ უცნობია


ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, საიანო-შუშენსკაიას ელექტროსადგურში ორშაბათს მომხდარი ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 64 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. სრულადაა განადგურებული სადგურის სამი ბლოკი. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერაქტის ვერსია გამოირიცხა. ამასთან, არ დადასტურდა არც ჰიდრავლიკური დარტყმა, რომელიც ავარიის ძირითად მიზეზად იყო მიჩნეული. ხაკასიის რესპუბლიკაში, სადაც ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს, 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
XS
SM
MD
LG