Accessibility links

logo-print

ინგუშეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა


ნაზრანში, ორშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობის აფეთქების შემდეგ, 9 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. რუსეთის პრეზიდენტმა ინგუშეთის შს-თა მინისტრი მეირიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება მინისტრის მოადგილეს ჟერნოვს დაავალა. ნაზრანში მომხდარი ტერაქტის გამო, ინგუშეთის რესპუბლიკაში გლოვაა გამოცხადებული. რუსეთს სამძიმარი ევროკავშირმა და აშშ-ის პრეზიდენტმა გამოუცხადეს
XS
SM
MD
LG