Accessibility links

logo-print
დსთ-დან საქართველოს გასვლის ფორმალური პროცედურის დასრულების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შარშან, აგვისტოში დსთ-ის წევრმა რუსეთმა მეორე წევრის, საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია, ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რის გამოც საქართველომ ამ ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, საქართველოსთვის კვლავ მოქმედებს დსთ-ის ფარგლებში გაფორმებული საერთაშორისო, მრავალმხრივი ხელშეკრულებები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, დსთ-ის წევრებთან განავითაროს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს ეფუძნება
XS
SM
MD
LG