Accessibility links

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ბათუმი

ბათუმი

ბათუმელი ლეიბორისტი ბათუმის წყლის გენერალურ დირექტორს ჯანი ვარშალომიძეს ბაყბაყდევს უწოდებს და წყლის მიწოდების შეზღუდვის დაწესების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც გეგმავს. დავით რობაქიძის აღწერით, ბათუმში წყლის მიწოდების შეზღუდვის შემდეგ ტურისტთა რაოდენობა შემცირდება და, ამავე დროს, მოიმატებს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა რიცხვიც. ცისკარას მოლოდინშია კონსერვატორი დავით ბაციკაძეც, რომელიც არა მარტო სასმელი, არამედ ზღვის წყლის დაბინძურების გამო პასუხისმგებლობასაც ჯანი ვარშალომიძის უწყებას აკისრებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეკოლოგები ამბობენ, შავი ზღვის დაბინძურება დაიწყო არა 4-5 წლის წინ, არამედ მას შემდეგ, რაც ადლიაში შავი ზღვის გამწმენდი შენობა ეკომიგრანტების თავშესაფრად იქცა. მერიის მონაცემებით, შავ ზღვაში სწორედ 90-იანი წლებიდან იღვრება ყოველდღიურად 130-150 ათასი კუბური მეტრი კანალიზაციის წყალი.

მონაცემები ცოტათი განსხვავებულია ქობულეთის რაიონში. შედეგს ტურისტები საკუთარი თვალით ხედავენ. “ძალიან არასასიამოვნოა, როცა ცურვის დროს სხვადასხვა ნაგავთან ერთად კანალიზაციის მასალაც გხვდება. Aასე შეიძლება ტურიზმის აყვავება?_ სვამს შეკითხვას თბილისელი ტურისტი. ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანიც ადასტურებს, რომ სტრატეგიისა და კონკრეტული მოქმედებების თანხვედრა არც ამ შემთხვევაში მომხდარა, ანუ პრიორიტეტი ტურიზმია, მაგრამ უხარისხო სასმელი და ზღვის წყალი ხშირად უცხოელი ექსპერტებისგან შენიშვნების მიზეზიც გამხდარა.

კონკრეტული ნაბიჯების შესახებ აჭარის მთავრობა 2008 წელს ალაპარაკდა. ერთი წლის წინ ბათუმის მერსა და ტენდერში გამარჯვებულ ფირმა “ნიუ ენერჯის” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბათუმში წყლის და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. სამუშაოებისთვის 14 მილიონი ევროა გამოყოფილი.
XS
SM
MD
LG