Accessibility links

logo-print

სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა. სააგენტო „აფსნის“ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ლაკობამ მოქალაქეობის კანონის შეცვლა დაუსახელა. აფხაზურ ოპოზიციაში უკმაყოფილების გამომწვევი კანონი გალის რაიონის მცხოვრებთათვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს. დღეს სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მიიღო, თუმცა, სოხუმში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ვიზიტამდე უფლებამოსილებაზე უარის თქმა არ სურდა.
XS
SM
MD
LG