Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


არჩევნებამდე ორი დღით ადრე ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში თალიბანმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, რასაც ათზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სულ მცირე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა როდესაც ქაბულის აღმოსავლეთ რაიონში, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზასთან და ხალხმრავალ ბაზართან ახლოს თვითმკვლელმა მოიერიშემ ნატოს ბადრაგზე განახორციელა შეტევა, და თავი მანქანაში აიფეთქა. გარდაცვლილებს შორის არიან ავღანეთის მოქალაქეები - მათ შორის გაეროს ოფისში მომუშავე პირები - და ნატოს ძალების წარმომადგენლები. ქვეყნის აღმოსავლეთში გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა და ორი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა. მანამდე თავდამსხმელებმა ქაბულსა და ჯალალაბადში რაკეტები ისროლეს, რასაც სულ მცირე 10 ადამიანის დაჭრა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG