Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სერგეი შაბმას გამოეხმაურა


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც ამ დღეებში აფხაზებს შერიგებისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქციას გამოეხმაურა. ორშაბათს, სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში სერგეი შამბამ ნდობის აღდგენას აუცილებელი უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება მესამე ძალისგან ინსპირირებული არ ყოფილა. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზებისა და ქართველების ურთიერთნდობის აღდგენის შესახებ სერგეი შამბას განცხადებას მიესალმა, თუმცა, დასძინა, რომ 90-იან წლებში, აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვას ხელს სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები უწყობდნენ. ბარამიამ იმედი გამოთქვა, რომ შამბა სწორად შეაფასებს აფხაზეთში ამჟამად შექმნილ ვითარებას და საფრთხეს, რომელიც აფხაზ ხალხს რუსეთისგან ემუქრება.
XS
SM
MD
LG