Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცენტი და კულტურისადმი სიმპათია


ინგლისური ენის გაკვეთილები ამერიკაში იმიგრანტებისთვის
ინგლისური ენის გაკვეთილები ამერიკაში იმიგრანტებისთვის
როცა ერთი და იმავე ასაკისა და წარმომავლობის ორი ადამიანი ერთი და იმავე პერიოდის მანძილზე ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, ამ უცხო ქვეყნის ენაზე ლაპარაკისას მათი აქცენტი შეიძლება ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული იყოს. სპეციალისტთა ჯგუფმა ისრაელიდან მიზნად დაისახა იმის გარკვევა, თუ რა უდევს საფუძვლად ამგვარ განსხვავებებს.
მეცნიერებმა ექსპერტიმენტებით აჩვენეს, რომ ისრაელში რუსეთიდან იმიგრირებული ადამიანების აქცენტი ებრაულში იმის მიხედვით განსხვავდებოდა, თუ როგორი იყო მათი დამოკიდებულება ახალი სამშობლოს მიმართ. მაგალითად, არაბების შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობიდან ცხოვრობენ ისრაელში, ასეთი განსხსავებები არ შეიმჩნევა.

გამოკვლევის შედეგები წარმოდგენილია International Journal of Bilingualism-ში. „მოსახლეობის კომპლექსური შემადგენლობის წყალობით ისრაელი საუკეთესო ლაბორატორიაა მეორადი ენის პრობლემების შესასწავლად”, განმარტავენ რაფიკ იბრაჰიმი და მისი გუნდი ჰაიფის უნივერსიტეტიდან. „ეს მოსახლეობა შედგება იმიგრანტებისგან, რომლებიც ებრაულს სიყმაწვილეში სწავლობენ; არაბული უმცირესობისგან, რომელიც ივრიტზე ბავშვობიდან ლაპარაკობს; სხვა ჯგუფებისგან, რომლებიც ასევე ზრდასრულ ასაკში სწავლობენ ამ ენას; და მოსახლეობისგან, რომლისთვისაც ებრაული დედაენაა.“

ცდაში მონწილეობა მიიღო ოცმა არაბმა, რომელმაც ებრაული შვიდი-რვა წლის ასაკში ისწავლა და ოცმა რუსმა, რომელმაც ებრაულის სწავლა მხოლოდ 13 წლის ასაკიდან დაიწყო. საცდელ პირებს ხმამაღლა უნდა წაეკითხათ ებრაული ტექსტი და ზეპირად აღეწერათ მათთვის წარმოდგენილი სურათი. გარდა ამისა მათ შეავსეს 29 პუნქტისგან შემდგარი კითხვარი, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ იცნობენ ისრაელის სახელმწიფოს. ამის შემდეგ მათი აუდიოჩანაწერები მოასმენინეს ოც ებრაულენოვან პირს. მათ უნდა შეეფასებინათ ცდის მონაწილეთა აქცენტის ხარისხი.

აღმოჩნდა, რომ რუსების შემთხვევაში აქცენტის სიძლიერე კავშირში იყო იმასთან, რამდენად ესმოდათ მათ ისრაელი და რამდენად ჰქონდათ ამ ქვეყნის მიმართ სიმპათია: რაც უფრო ნაკლები იყო ისრაელის მიმიართ სიმპათია, მით უფრო ძლიერი რუსული აქცენტით ლაპარაკობდნენ ისინი. არაბების შემთხვევაში ასეთი კავშირი არ შეინიშნებოდა. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ ცდის არაბი მოაწილეები ებრაულს გარდატეხის ასაკამდე სწავლობდნენ ანუ იმ პერიოდში, როცა უცხო ენის შეთვისება თითქმის მშობლიური ენის დონეზე შეიძლება.
XS
SM
MD
LG