Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჭანტურიას 50 წელი შეუსრულდებოდა


დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ჭანტურიას 50 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით მზადდება გია ჭანტურიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნში მისი მოთხრობები და ნოველებია გამოქვეყნებული. გია ჭანტურია 1994 წელს, 3 დეკემბერს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მანქანაში ჩაცხრილეს.
XS
SM
MD
LG