Accessibility links

logo-print

აფხაზეთისკენ მცურავი გემის ეკიპაჟს სასამართლომ 66 000 ლარის ჯარიმა დააკისრა


შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟს ფოთის საქალაქო სასამართლომ 66 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ტანკერს, რომელიც 17 აგვისტოს ფოთში დააკავეს, აფხაზეთში კონტრაბანდული გზით 2000 ტონა ბენზინი და 700 ტონა დიზელის საწვავი გადაჰქონდა. ეკიპაჟის 17 წევრიდან 13 თურქეთის, ოთხი კი აზერბაიჯანის მოქალაქეა. დაკავებული გემი ეკიპაჟს ჩამოერთმევა და აუქციონზე გაიყიდება.
XS
SM
MD
LG