Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ აბაშიძე


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე
19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ აბაშიძე, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი. ერთი კვირა გავიდა სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრიდან. 12 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ოპოზიცია სწორედ ერთი კვირის შემდეგ ელოდებოდა შედეგებს, ანუ გამოჩნდებოდა ის, თუ როგორ მიუდგებოდა შსს ოპოზიციის მიერ წარდგენილი პატიმრების სიებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მათ პოლიტპატიმრებად თვლიან. აბაშიძე აღნიშნავს, რომ არ არის იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას, თუმცა, ამ ერთ კვირაში დაიწყო საქმეების გადახედვა და რამდენიმე ადამიანს სასჯელის პატიმრობის ფორმა შეუცვალეს კიდეც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG