Accessibility links

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას თბილისში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ


სერგეი ბაღაფშის განცხადება საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციამ უსაფუძვლოდ შეაფასა. მისი განმარტებით, პანამის დროშით, სოხუმისკენ მიმავალმა გემმა, რომელსაც დიზელის საწვავი მიჰქონდა, საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია. გემი ამჟამად იმყოფება ფოთში, სადაც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, კონკრეტული ჯარიმის გადახდა დაეკისრება. საერთაშორისო თანამეგობრობისადმი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიმართვა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რუსეთის ნაკარნახევად შეაფასა.
XS
SM
MD
LG