Accessibility links

logo-print

ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ირანისთვის რაკეტების მიყიდვის საკითხს გადახედავს


ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, რუსეთში, სოჭში, რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მას დაპირდა, რომ გადახედავს ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვის საკითხს. პერესის თქმით, თეირანისთვის “ეს-300” ტიპის რაკეტების მიყიდვა დაარღვევს ძალთა წონასწორობას ახლო აღმოსავლეთში. რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემების ირანისთვის მიყიდვის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ ჯერ არ მიუწოდებია.
XS
SM
MD
LG