Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური შესვენება თუ კალაპოტის შეცვლის პროცესი?


რამაზ საყვარელიძე (მარცხნივ) და სოსო ცინცაძე
რამაზ საყვარელიძე (მარცხნივ) და სოსო ცინცაძე
საქართველოში პოლიტიკურ სცენაზე ერთგვარი შესვენებაა. ზოგი პოლიტიკოსი კვლავ აქციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ზოგი რეგიონებში მოსახლეობას ხვდება, ზოგიც პოლიტიკურ ოპონენტებთან საურთიერთო გზებს ეძებს... აქტიური პროცესების შემდეგ ბოლოდროინდელ პრესაში არაერთი ექსპერტი ცდილობს გავლილი პერიოდის შედეგების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომების გაანალიზებას. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია პოლიტოლოგები რამაზ საყვარელიძე და სოსო ცინცაძე. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ყველაზე საშიში პოლიტიკაში გაუნაღდებელი თამასუქების დარიგებაა. ასეთი თამასუქი, მისი აზრით, იყო სააკაშვილის გადადგომის დაპირება. გარდა ამისა, ის მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს ქუჩის აქციების დრამატიზებას ”ექსტრავაგანტული საშუალებებით” და ქუჩების ხანგრძლივად გადაკეტვას, რის ეფექტიც პოლიტიკურად არასწორად იყო გათვლილი. სოსო ცინცაძე საუბარს პოლიტიკურ შედეგებზე საუბრით იწყებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG