Accessibility links

logo-print

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა


2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდა. გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებიც. აბიტურიენტებს შეუძლიათ იხილონ პირველადი ჩარიცხვების, რანჟირებული სია და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი. აღნიშნული ინფორმაცია სრულად არის დაბეჭდილი გაზეთ “კვირის პალიტრის” დღევანდელ სპეციალურ გამოშვებაშიც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, პირველადი ჩარიცხვების შედეგად რეგისტრირებული 28 948 აბიტურიენტიდან 20 600–მდე აბიტურიენტი (აქედან 19 500–მდე აკადემიური პროგრამების) სტუდენტი გახდა. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ 7000–მდე ვაკანტურ ადგილზე მეორადი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა კი 5 ათასზე მეტ აბიტურიენტს ექნება. ფაკულტეტებზე ვაკანტური ადგილები 45 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტს დარჩა. გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად განაცხადებს 21-23 აგვისტოს მიიღებს. მეორადი განაცხადების შედეგებთან ერთად, გამოქვეყნდება ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების შესახებაც.
ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვებისა და დაფინანსების შესახებ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG