Accessibility links

logo-print

პოლიციამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრები დააკავა


სამართალდამცავებმა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ვაჟი და ძმა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, სერგო ბესელიამ, რატი მილორავამ და კიდევ ორმა პირმა ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში ორ მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას კი, მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტის გამო, გამოძიება მიმდინარეობს. თავის მხრივ, ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვაჟი და ძმა მხოლოდ კონფლიქტის მონაწილეთა გაშველებას ცდილობდნენ და შესაბამისად, უკანონოდ დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG