Accessibility links

პატიმრობიდან გაათავისუფლეს ლოკერბის ტერაქტისთვის გასამართლებული აბდელ ბასეთ ალ-მეგრანი


შოტლანდიაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სასიკვდილოდ დაავადებული ლიბიელი აბდელ ბასეთ ალ-მეგრანი, რომელსაც 1988 წელს ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებაში ედება ბრალი. პატიმრის გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში თეთრმა სახლმა სინანული გამოთქვა ამის გამო. შოტლანდიის იუსტიციის მინისტრის, კენი მაკასკილის თქმით, ალ-მეგრანის არავითარი თანაგრძნობა არ გამოუხატავს ავიაკატასროფის შედეგად დაღუპული 270 მსხვერპლის მიმართ, მაგრამ ეს არ არის საიმისო საფუძველი, რომ არც მას და მის ოჯახს მოვექცეთ თანაგრძნობით მისი სიცოცხლის ბოლო დღეებშიო.
XS
SM
MD
LG