Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება სამხედრო ამბოხში ბრალდებულების სასამართლო პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლო 5 მაისს მუხროვანში მომხდარ სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილთა საქმის განხილვას იწყებს. როგორც განსასჯელების ადვოკატები აცხადებენ, გამოძიება მოკლე ვადებში ჩატარდა და საქმის მასალებს მათი დიდი ნაწილი არ იცნობს. განსასჯელია 41 პირი. სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთაგან ერთი, გია კრიალაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. განსასჯელებს ბრალი ედებათ ხელმძღვანელობის დაუმორჩილებლობაში, რომელიც 7-დან 12 წლამდე პატიმრობას იითვალისწინებს და სამხედრო ამბოხში, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG