Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის თანხმობით, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის ბოლო ნახევარი წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა სწორედ ეს სამინისტრო, რომელიც სხვა უწყებებთან არაკოორდინირებულად მუშაობდა. პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩეხეთთან ინვესტიციების დაცვის შეთანხმება დღემდე არ გაუფორმებია, რის გამოც, 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის საჭირო 125 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩეხეთის „ექსპორტბანკისგან“ საქართველოს დღემდე არ მიუღია. გილაურმა ამავე მიზეზით ახსნა ის, რომ კომპანია „ენერგოპროჯორჯია“ ჩეხეთიდან 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჯერჯერობით ვერ იღებს. ლაშა ჟვანიას მუშაობით უკმაყოფილების მიზეზთა შორის პრემიერმა პრივატიზაციის მაჩვენებლებიც დაასახელა. დღესვე ნიკა გილაურმა უკმაყოფილება გამოთქვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობის გამო და განაცხადა, რომ მას ბოლო გაფრთხილებას აძლევს.
XS
SM
MD
LG