Accessibility links

logo-print

ავღანეთის საარჩევნო კომისია კანდიდატებს მოთმინების გამოჩენას სთხოვს


ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია მოუწოდებს პრეზიდენტობის წამყვან კანდიდატებს, გამოიჩინონ მოთმინება და დაელოდონ კომისიის მიერ შედეგების გამოქვეყნებას. ეს მოწოდება მას შემდეგ გაისმა, რაც მოქმედი პრეზიდენტის ჰამიდ კარზაისა და მისი მეტოქის, აბდულა აბდულას მომხრეებმა განაცხადეს, რომ ხმების დათვლის წინასწარი პროცესი სწორედ მათი ფავორიტების გამარჯვებაზე მეტყველებს. არჩევნების შედეგების გამოცხადებას ავღანეთში 2 კვიარიანი ვადა სჭირდება.
XS
SM
MD
LG