Accessibility links

ირანის გავლენიანი სასულიერო პირი ოპოზიციის ლიდერთა დაჭერას ითხოვს


ირანის გავლელიანმა სასულიერო პირმა აიათოლა აჰმად ჯანათიმ მოუწოდა სასამართლო ხელისუფლებას, დააკავოს ის ლიდერები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანის ქუჩებში დემონსტრანტები გამოიყვანეს. ჯანათიმ, რომელიც გუშაგთა საბჭოს ხელმძღვანელია, დღეს თეირანში გამართული ქადაგებისას იკითხა: “რატომ არის ზოგიერთი ადამიანი დაპატიმრებული, ხოლო – სხვები კი, რომლებიც ამ არეულობების უკან დგანან – არა?” თუმცა, სასულიერო პირს არ უხსენებია ოპოზიციის ლიდერების, მირ ჰოსეინ მოსავისა და მეჰდი ქარუბის სახელები, რომლებიც 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ და ხელისუფლებას ხელახალი არჩევნებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG