Accessibility links

logo-print

ვლადმირ პუტინი საიანო-შუშენსკის სანახავად ჩავიდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურის მოსანახულებლად, სადაც ტურბინის აფეთქების შედეგად ცოტა ხნის წინ 26 ადამიანი დაიღუპა. პუტინმა თქვა, რომ ფულად კომპენსაციას, დაახლოებით 31 ათას დოლარს, მიიღებენ როგორც დაღუპულების, ისე დაკარგულების ოჯახები. პუტინმა დაავალა ციმბირის ადგილობრივ ხელისუფლებას, შეამოწმონ ყველა ელექსტროსადგური. დღესვე ჩეჩენ სეპარატისტთა ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ჩეჩენმა ექსტრემისტებმა განახორციელეს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის გამოყენებით. რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩეჩენ სეპარატისტთა განცხადებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე არავითარი აფეთქების კვალი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG