Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხროვანის საქმის განხილვა 1-ლი სექტემბრისთვის გადაიდო


თბილისის საქალაქო სასამართლომ „მუხროვანის ამბოხებაში“ ბრალდებულთა პირველ პროცესზე საქმის განხილვა პირველი სექტემბრისთვის გადადო. 41 განსასჯელიდან ექვსს სასამართლომ ადვოკატები სახაზინო წესით დაუნიშნა. სამხედრო ამბოხებასა და სარდლობისადმი დაუმორჩილებლობაში ბრალდებულთა ადვოკატები საქმის დეტალების გაცნობის მოტივით, პროცესის ათ სექტემბრამდე გადადებას ითხოვდნენ, თუმცა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG