Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ავღანეთის არჩევნებს აფასებს


ავღანეთის არჩევნებზე ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი, ფილიპ მორილონი, აცხადენს, რომ კენჭისყრა ძირითადად კარგი და სამართლიანი იყო - თუმცა ძალადობის და ზეწოლის ფაქტების გამო, ზოგიერთ რეგიონში თავისუფალი არ ყოფილა. მორილონის თქმით, თალიბანის მხრიდან ავღანელების მიმართ გამოთქმული მოწოდება არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე ”გამყარებული იყო გახშირებული თავდასხმებით, რასაც სამოქალაქო პირების სიკვდილი და დაშავება მოჰყვა.” მორილონის თქმით, ხუთშაბათს გამართული საპრეზიდენტო და პროვინციათა საბჭოების არჩევნების საბოლოოდ და სრულად შესაფებისთვის ჯერ ცოტა დროა გასული.

XS
SM
MD
LG