Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამადანის დაწყებისას ობამა მუსულმანებთან კავშირების განახლებაზე საუბრობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ამბობს, რომ მისი ქვეყანა მუსულმანურ სამყაროსთან კავშირების განახლების მიზნით ”კონკრეტულ ნაბიჯებს” გადადგამს. ობამა ამ მიმართვით მუსულმანების ერთთვიანი რელიგიური დღესასწაულის - რამადანის - დაწყებასთან დაკავშირებით გამოვიდა. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომომართვაში ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სურს ”ამერიკასა და მსოფლიოს მუსულმანებს შორის ურთიერთობა განახლდეს.” ობამას თქმით, ამერიკა დაინტერესებულია მუსულმანებთან და მუსულმანური უმრავლესობის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობა დაეფუძნოს საერთო ინტერესებს და ურთიერთპატივისცემას. მისი თქმით, შეერთებული შტატების მცდელობა ერაყში ომი დამთავრდეს, ავღანეთსა და პაკისტანში კი ექსტრემისტების იზოლაცია მოხდეს, უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს მიღწევას ემსახურება.
XS
SM
MD
LG