Accessibility links

logo-print

საიანო-შუშენსკის ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა


რუსეთში ოფიციალურმა უწყებებმა გამოაქვეყნეს საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 64 ადამიანის სია. 11 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება - ვარაუდობენ, რომ ისინიც დაღუპულთა შორის არიან. ოფიციალურმა პირებმა გამორიცხეს ჩეჩნური ისლამისტური დაჯგუფების განცხადება, რომ კატასტროფა მათ მოახდინეს ტურბინაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების გზით. ავარია ორშაბათს მოხდა. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ადგილზე პარასკევს ჩავიდა და განაცხადა, რომ მსხვერპლთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწევათ. მანამდე პუტინმა აღიარა, რომ ეს ავარია ადასტურებს რუსეთის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის შემოწმების და განახლების აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG