Accessibility links

ჰამიდ კარზაის არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს


ავღანეთში ხუთშაბათს გამართულ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მთავარი კონკურენტი, აბდულა აბდულა, კარზაის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში აბდულამ - რომელიც ერთ დროს კარზაის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო - განაცხადა, რომ კარზაიმ არჩევნების გასაყალბებლად სახელმწიფო აპარატი გამოიყენა. კარზაის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ აბდულა მსგავს ბრალდებებს ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოთქვამდა.
XS
SM
MD
LG