Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ოპოზიციის მომხრეები დააკავეს


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის ცხრა აქტივისტი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის ცენტრში გამართულ აქციაში. მოსკოვის პოლიციის წარმომადგენელმა, ანატოლი ლასტოვეტსკიმ სააგენტო ”ინტერფაქსს” უთხრა, რომ აქციის ორგანიზატორებმა წესები დაარღვიეს, ვინაიდან მონაწილეთა გამოცხადებულ რაოდენობაზე მეტნი შეგროვდნენ, და ერთის ნაცვლად ორი პლაკატი გაშალეს. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, პოლიცია უხეშად მოქმედებდა, და აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. აქცია მთავრობის ოპონენტთა მოძრაობა ”სოლიდარობის” მიერ იყო ორგანიზებული, და 1991 წლის მოსკოვის პუტჩის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. ”სოლიდარობაში” ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გაერთიანებული - მათ შორის ბორის ნემცოვი და გარი კასპაროვი. როგორც ნემცოვმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” უთხრა, დაკავებულებს შორის არიან რომან დობროხოტოვი - ლიდერი ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობისა ”ჩვენ” - და აქტივისტი ილია იაშინი. "ინტერფაქსის" ცნობით, აქციაში დაახლოებით 50-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG