Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ს ხელმძღვანელი შოტლანდიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, რობერტ მიულერმა, მწვავედ გააკრიტიკა შოტლანდიის იუსტიციის მინისტრი ლოკერბის აფეთქებაში ბრალდებულის გათავისუფლების გამო. გავრცელებულ განცხადებაში მიულერი ამბობს, რომ მინისტრ კენი მაკასკილის გადაწყვეტილება ”სამართლის დაცინვას” წარმოადგენს, და ”მსოფლიოში ტერორისტებს სიამოვნებას გვრის.” შოტლანდიის მთავრობის თქმით, მან ამ საკითხზე შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში კონსულტაციები აწარმოა, და კიბოთი მომაკვდავი აბდელ ბასეტ ალ-მეჰრანის გათავისუფლებით სწორი ნაბიჯი გადადგა.
XS
SM
MD
LG