Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო "ასოშიეიტედ პრესს" ინფორმაციის გასწორებას სთხოვს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიდედ პრესის” მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ აპ-ის პენტაგონის რეპორტიორის, ლარა ჯეიკსის 2009 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში - “ამერიკელების წვრთნა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული”, - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ვასილ სიხარულიძის მიერ მიცემული კომენტარი არასწორად იქნა გადმოცემული. ვასილ სიხარულიძემ ინტერვიუში ზოგადად აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადების დონის ზრდას უწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა თხოვნით „ასოშიეიტედ პრესს“, გამოაქვეყნოს შესაბამისი განმარტებები”, -აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG