Accessibility links

აბდულა აბდულა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს


როგორც ავღანეთის არჩევნების საჩივრების შემსწავლელი კომისია აცხადებს, საპრაზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების განმავლობაში გამოვლინდა 225 დარღვევა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩევნების საჩივრების კომისიის ხელმძღვანელმა გრანტ კიპენმა. საუბარია ბიულეტენების გაყალბებაზე, ამომრჩეველთა დაშინებასა და ძალადობის შემთხვევებზე. კრიპენის თქმით, 35 შემთხვევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გადაუდებელ განხილვას საჭიეროებს. იმავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატმა და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მეტოქემ, აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა, თუმცა არ მოუყვანია კონკრეტული ფაქტები. ავღანეთის არჩევნების წინასწარ შედეგებს საარჩევნო კომისია სამშაბათზე ადრე არ გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG