Accessibility links

logo-print

პაკისტანში თალიბანის მოძრაობას ახალი ლიდერი ჰყავს


პაკისტანის თალიბანის მოძრაობამ დღეს დაასახელა მემკვიდრე ყოფილი მეთაურის, ბაიტულაჰ მეჰსუდისა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უპილოტო თვითმფრინავის მიერ დაბომბვის შედეგად, სამი კვირის წინ დაიღუპა. თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ პაკისტანში ჟურნალისტებისათვის მოწყობილ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ლიდერთა საბჭომ, შურამ, ექსტრემისტული დაჯგუფების ახალ ლიდერად აირჩია ჰაკიმულაჰ მეჰსუდი, ახალგაზრდა მეთაური, რომელიც ოზყაის, კუბერისა და ქურამის რეგიონების ტომობრივი სამხედრო ჯგუფების ხელმძღვანელი იყო.
XS
SM
MD
LG