Accessibility links

logo-print

ჰოლბრუკს არ უკვირს ავღანეთში დარღვევების შესახებ განცხადებები


რიჩარდ ჰოლბრუკმა, შეერთებული შტატების სპეციალურმა წარგზავნილმა ავღანეთში, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე გაკეთებული განცხადებები არ უკვირს. კვირას, ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჰოლბრუკმა თქვა, რომ სადაო არჩევნები ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ტარდება, როგორიცაა შეერთებული შტატები. ევროკავშირის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ავღანეთში, მთლიანობაში, სამართლიანი იყო.
XS
SM
MD
LG