Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ავთანდილ დემეტრაშვილი


24 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. მან ისაუბრა 90-იან წლებში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესსა და 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღების შესახებ. იმ დროს ავთანდილ დემეტრაშვლი იყო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. კომისიას 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება დაევალა. თუმცა, საბოლოოდ გეგმა შეიცვალა და სრულიად ახალი ტექსტი დაიწერა. ავთანდილ დემეტრაშვილს მაშინდელ დოკუმენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოუგვარებლობის გამო ჰქონდა ნაკლულობის გრძნობა. ესენი იყო - ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ შეაფასა ის ცვლილებები, რომლებიც დღემდე შევიდა კონსტიტუციაში და ისაუბრა დღეს მიმდინარე პროცესზეც. მან აღნიშნა, რომ დღემდე ვაკანტური რჩება 14 ადგილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის არის განკუთვნილი. კომისიის თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩამოთვალა ზოგიერთი წინადადება, რომლითაც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, თუ პირმა მიმართა კომისიას. ავთანდილ დემეტრაშვილი მნიშვნელოვნად თვლის კონსტიტუციური მემკვიდრეობითობის დამკვიდრებას - ”ჩვენ უნდა გვქონდეს თუნდაც, რამდენიმე ათეული წელი მოქმედი კონსტიტუცია”, - ამბობს ის. დემეტრაშვილი მნიშვნელოვნად თვლის 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ლეგიტიმაციის საკითხს. მისი აზრით, ამ ტექსტის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებამ პლებისციტის გზით უნდა გამოხატოს - ”კარგი იქნებოდა კონსტიტუციის ბედი გადაეწყვიტა ხელისუფლების პირველწყაროს - ხალხს”. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის აზრით, პლებისციტი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის პროექტის ტექსტზე.
XS
SM
MD
LG