Accessibility links

logo-print

ხაჯიმბა ბაღაფშს აკრიტიკებს რუსეთთან დადებული ხელშეკრულებისთვის


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სერგეი ბაღაფშს რუსეთთან სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გამო აკრიტიკებს. გაზეთ „ვრემია ნოვოსტეისთან“ ინტერვიუში ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა აუცილებლად სჭირდება, მაგრამ საკუთარი პოზიციებიც უნდა ჰქონდეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის სასაცილოა, როდესაც პრეზიდენტი ხელს აწერს შეთანხმებას, რომლის თანახმად, რუსი მესაზღვრეების საქმიანობით დაინტერესებისა და მათი საგუშაგოების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არა აქვს. რაულ ხაჯიმბას ბრალდებას სერგეი ბაღაფშმა სისულელე და ვითარების დაძაბვის მცდელობა უწოდა.
XS
SM
MD
LG