Accessibility links

ნალბანდოვი კომენტარს არ აკეთებს გუანტანამოდან პატიმრების საქართველოში შესაძლო გადაყვანაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუანტანამოს ამერიკულ ბაზაზე მყოფი პატიმრების საქართველოში შესაძლო ჩაყვანის ინფორმაციას არ ფლობს. გუანტანამოს ბანაკის დახურვის შემდეგ, ტერორიზმში ბრალდებულ პატიმართა ნაწილის საქართველოში გაგზავნის ინფორმაცია საქართველოს ტელეკომპანიებმა გასული კვირის ბოლოს გაავრცელეს ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ ვერაფერს დაადასტურებს და მხოლოდ პრესით გავრცელებული ინფორმაციის გამო კომენტარს ვერ გააკეთებს.
XS
SM
MD
LG