Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ზრუნავს ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფილიპინების პოლიციის მიერ დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქე ამჟამად მანილის საემიგრაციო ბანაკში, ნორმალურ პირობებში იმყოფება. პანამის დროშით მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის წევრები ქართველი მეზღვაურები არიან, ფილიპინების პოლიციამ გასულ კვირაში, იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეთა გასათავისუფლებლად საკონსულო დეპარტამენტი ყველა ზომას მიმართავს.
XS
SM
MD
LG