Accessibility links

logo-print

რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს


მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ მშვიდობიან ცხინვალზე ქართველ სამხედროთა ბარბაროსული თავდასხმის ფონზე, რუსეთის მიერ ორი რესპუბლიკის აღიარებამ შემდგომი სისხლისღვრა აღკვეთა და ხელი შეუწყო რეგიონში ვითარების მოგვარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსი მესაზღვრეები და სამხედროები, რომლებიც მოსკოვის შეფასებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმყოფებიან. რაც შეეხება ამ რესპუბლიკებში საერთაშორისო მისიების ყოფნას, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ ამიერკავკასიაში არსებული ახალი სამხედრო და სამართლებრივ-პოლიტიკური რეალობის აღიარების შემთხვევაში იქნება.
XS
SM
MD
LG