Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ბერნანკე მეორე ვადით წარადგინა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბენ ბერნანკე მეორე ვადით წარადგინა ფედერალური რეზერვის - შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის - ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ობამამ მასაჩუსეტსის შტატში შვებულება შეწყვიტა, რათა ეს განცხადება გაეკეთებინა ბერნანკეს თანდასწრებით. ბერნანკემ შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულამდე შეამცირა და საფინანსო ბაზრები ასობით მილიარდი დოლარით შეავსო საკრედიტო კრიზისთან გასამკვლავებლად და რეცესიის დასაძლევად. ახალი, ოთხწლიანი ვადით მისი დანიშვნა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG