Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს მოსკოვში პუტინის და კოკოითის შეხვედრა შედგება


რუსეთის მთავრობის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხვალ მოსკოვში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მოლაპარაკება გაიმართება. პუტინის პრესსამსახური იუწყება, რომ კოკოითი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა. წინასწარი ინფორმაციით, 26 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ცხინვალში გამგზავრებას აპირებდა.
XS
SM
MD
LG