Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ლიდერობს


ავღანეთში 20 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ორ მთავარ კანდიდატს თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ. საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ საარჩევნო ბიულეტენების ათი პროცენტის დათვლის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი 41 პროცენტით ლიდერობს. მის უახლოეს მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას 39 პროცენტი აქვს. კენჭისყრის შედეგები ყოველდღე ქვეყნდება. არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 სექტემბრისთვის მოელიან.
XS
SM
MD
LG