Accessibility links

ირანში რამდენიმე ცნობილი რეფორმატორის სასამართლო დაიწყო


ირანში დღეს რამდენიმე ცნობილი რეფორმატორის სასამართლო დაიწყო არეულობებთან დაკავშირებით, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებას მოჰყვა. ბრალდებულთა უმრავლესობა იყო ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, როლმებსაც სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ 1997-2005 წლებში, მოჰამად ხათამის პრეზიდენტობის დროს. მათ შორის არის საედ ჰაჯარიანი - ყოფილი უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელიც 2000 წელს მასზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად ხეიბრად იქცა. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინება, რომ პროკურორმა ჰაჯარიანისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა მოითხოვა. ოპოზიცია სასამართლო პროცესებს საჩვენებელს უწოდებს.
XS
SM
MD
LG