Accessibility links

logo-print

ყანდაარში აფეთქებების შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა


ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქებების შედეგად. სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესის” მიერ გავრცელებული ცნობით, ხუთი მანქანა ერთდროულად აფეთქდა, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქებები საერთაშორისო სააგენტოების ოფისების სიახლოვეს მოხდა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. წარსულში ყანდაარში თალიბანის ძალები იყვნენ გამაგრებული.
XS
SM
MD
LG