Accessibility links

logo-print

ქართველმა მესაზღვრეებმა თურქული ტანკერის ყოფილი კაპიტანი დააკავეს


24 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა ბათუმში დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ იმანვერდიევი, იმ თურქული ტანკერის - "BUKET”-ის ყოფილი კაპიტანი, რომელიც სანაპირო დაცვამ გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ”მრავალჯერ უკანონოდ” გადაკვეთის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევისთვის დააკავა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადების თანახმად, ”იმანვერდიევმა 2009 წლის 14 ივნისს აღნიშნული ტანკერით გადმოიტანა და სოხუმის ნავსადგურში გადმოტვირთა უკრაინის ნავსადგურ რენედან გადმოზიდული 2600 ტონა ბენზინი.” გემის ყოფილი კაპიტანი ბათუმში მდგარ ერთ-ერთ ტანკერზე ჩატარებული საპასპორტო შემოწმების შედეგად დააკავეს; ამჟამად მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG