Accessibility links

logo-print
26 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. რუსეთის მიერ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთი წლის შემდეგ ხუციშვილმა შეაფასა როგორც რუსეთის ეს გადაწყვეტილება და მისი შედეგები, აგრეთვე გამოთქვა მოსაზრებები იმისა შესახებ, თუ რა პირობებში შეიძლებოდა აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ცნობის თავიდან აცილება, ან რუსეთის გეგმის სრულად განხორციელებისთვის ხელის შეშლა. საუბარი შეეხებოდა აგრეთვე დასავლეთის პოლიტიკას, საქართველოს შესაძლო როლს ამ პოლიტიკის განსაზღვრაში. რესპონდენტმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს არჩევანზე სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG