Accessibility links

logo-print

ზურაბ პოლოლიკაშვილი ეკონომიკის განვითარების რიგით მე-9 მინისტრი ხდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს წარადგენს. ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშვნამდე ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ელჩის თანამდებობაზე იგი 2006 წლიდან მუშაობს. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე კი „თი-ბი-სი“ ბანკში მუშაობდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია, მთავრობასთან არაკოორდინირებული საქმიანობის გამო, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თანამდებობიდან 21 აგვისტოს გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG